04, მარტი 2020 19:06:00
იწვევს თუ არა ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა სახლების დაბზარვას? არაეღტი პროტესტის, მიმართვის, აქციის და მოთხოვნის შემდეგ დღეს პასუხისმგებელმა უწყებებმა როგორც იტყვიან, „კეთილი ინებეს“ და ის ტერიტორიები დაათვალიერეს, რომელთა დაკავშირებითაც მოქალაქეებს პრეტენზიები აქვთ. მიიღებენ თუ არა ახალშენში მცხოვრებლები კომპენსაციას? ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტის მიუხედავად, კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა.
საცხოვრებელი სახლის ოთახებში გაჩენილი ეს ბზარები ოჯახის უფროსის თქმით მას შემდეგ გაჩნდა, რაც ახალშენის მონაკვეთზე შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო. ელგუჯა ბოლქვაძე ამტკიცებს, რომ ბზარები კედლებს ყოველდღიურად ემატება. ოჯახი ზიანის ანაზღაურებას დიდი ხანია ითხოვს, თუმცა, რა ყურადღება გამოიჩინა სახელმწიფომ, კადრებიც კარგად მოწმობს.
ელგუჯა ბოლქვაძე არ არის ახალშენში მცხოვრები ერთადერთი ოჯახი, რომელსაც კედლები ებზარება. შექმნილ პრობლრემა პაქსაძეების ოჯახიც ავტობანის მშენებლობას უკავშირებს. მამუკა პაქსაძე ამბობს, რომ ჭერში გაჩენილი ბზარების შედეგად უამინდობისას თავზე აწვიმს.
ერთადერი, ვინც პრობლემის წარმოქმნის შემდეგ ადგილობრივთა მდგომარეობით დაიტერესდა, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეა. ბაკურიძე ვერ სცემს კითხვას პასუხს, რატომ გაურბის პასუხისმგებლობას პროექტის განმახორციელებელი უწყება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განმარტეს, რომ ადგილობრივთა პრობლემებს ხელახლა შეისწავლიან, თუმცა აქ მიაჩნიათ, რომ სახლების დაზიანებას ავტობანის მშენებლობა არ იწვევს.
იწვევს თუ არა სახლების დაბზარვას შემოვლითი გზის მშენებლობა, მოქალაქეთა პროტესტის საფუძველზე, მდგომარეობის გასაცნობად საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მხოლოდ მახვილაურში იმყოფებოდნენ, თუმცა, გეგმავენ თუ არა მიზეზების დადგენას მშენებარე გზის სხვადასხვა მონაკევეთზე, დღეს მათგან პასუხი ვერ მოვისმინეთ. წარმომადნელება, ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.