ოთხშაბათი 17, ივლისი 2019

სისხლის ბანკის საქველმოქმედო აქცია სასტუმრო ლეოგრანდში

22, მაისი 2017 17:02:00

 დღეს სისხლის უანგაროდ გაღების მორიგი საქველმოქმედო აქცია გაიმართა. სისხლის ბანკში მარაგის შესავსებად, აქციაში  სასტუმრო "ლეოგრანდში" 80-მდე პირი ჩაერთო. დონაციის აქცია ერთდღიანია და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს პირადობის დამადასტურებელი მოწმობით შეუძლია. სისხლის ჩაბარების გარდა, ადგილზევე კეთდება ანალიზი 4 სხვადასხვა დაავადებაზე.