05, მარტი 2020 18:08:00
ყოველწლიურად მრავალი პაციენტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მკურნალობისათვის თურქეთს ირჩევს. ისინი უპირატესობას აჯიბადემს ანიჭებენ, რომელიც მომხმარებელს სერვისებს მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით სთავაზობს. კლინიკის ოფიციალური წარმომადგენლობა კი ბათუმში, გორგასალის 156 ნომერში გაიხსნა.
1991 წლის შემდეგ, ACIBADEM -ი თურქეთის კერძო ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ერთ-ერთ წამყვან დაწესებულებად ითვლება და იგი გლობალურ განვითარებას დღესაც განაგრძობს. კლინიკა 3 500 ექიმისა და 4 000 ექთნისგან შემდგარი გუნდის მეშვეობით, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს.
აჯიბადემი საავადმყოფოებისა და სამედიცინო ცენტრების გარდა, მომხმარებელს ინტეგრირებული ჯანდაცვის სისტემის სპეციალურ მოდელს სთავაზობს. კლინიკა ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სერვისებს უზრუნველყოფს, რათა კიდევ უფრო გააუმჯობესოს მომსახურეობის ხარისხი და უზრუნველყოს პაციენტის უსაფრთხოება.
აჯიბადემი მოიცავს 22 საავადმყოფოსა და 15 სამედიცინო ცენტრს და მსოფლიოში მეორე ჯანდაცვის ქსელს წარმოადგენს. ჯგუფში შემავალი ყველა ის საავადმყოფო, რომელიც გლობალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს, მაღალკვალიფიციური ცენტრებიცაა.
ACIBADEM-ი უზრუნველყოფს დამატებით სერვისებს ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ყველა სფეროში. უახლესი ტექნიკური აღჭურვილობისა და თავისს სფეროში მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი ექსპერტების წყალობით, კლინიკა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე აკრედიტებულია.
ACIBADEM-ის საავადმყოფოები თურქეთში ყოველწლიურად ფასდებიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჯანდაცვის ხარისხის სტანდარტების შესაბამისად. ასევე ფლობენ გაერთიანებული კომისიის საერთაშორისო აკრედიტაციას.