23, მაისი 2017 20:02:00
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება. ამ ეტაპზე 41 500 აბიტურიენტია დარეგისტრირებული, თუმცა საატესტატო გამოცდების დასრულების შემდეგ შესაძლოა რაოდენობა შეიცვალოს. განსაზღვრულია თოთოეული საგნის გამოცდის დღეც, თუმცა შესაძლო ცვლილებების გამო ამ ეტაპზე არ საჯაროვდება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, ტესტებში გარკვეული ცვლილებებია შესული, რომლის შესახებაც აბიტურიენტები ინფორმირებული არიან. მთავარი ცვლილება უცხო ენის გამოცდას ეხება.