23, მაისი 2017 17:07:00
"შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის" - ავტოსაგზაო წესების დაცვის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დღეს ბათუმის მეცხრე, ოცდამეერთე და სკოლა „გორდას“ მოსწავლეებმა ევროპის მოედანზე ზებრა გადასასვლელზე მოხატეს. ახალგაზრდებმა მოსახატად ბათუმის სიმბოლო დელფინი შეარჩიეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის მიზანია, ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია, საგზაო მოძრაობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და თითოეული მოქალაქის სიცოცხლის დაცვა. კამპანიის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 20- მდე ზებრა გადასასვლელი მოიხატა. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა მზარდია და ევროპულ ქვეყნებს შორის პირველი ადგილი გვიჭირავს. საშუალოდ, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, ყოველ წელს, 600 გარდაცვლილი და 9 000 ზე მეტი დაშავებულია.