19, იანვარი 2017 08:07:00
საქართველოში საუკუნეების მანძილზე ნათლისღების დღესასწაულზე დამკვიდრებული ძველი ტრადიცია დღესაც აქტუალურია. ამ დღეს ნათლულები ნათლიებს სტუმრობენ და სიმბოლურ საჩუქრად მამალი მიჰყავთ. შესაბამისად, დღეს განსაკუთრებული ხალხმრავლობაა ქალაქის ცენტრალურ ბაზარში, სადაც ფრინველები იყიდება. მამლის ფასი 15-დან 50-ლარამდე მერყეობს.