23, მაისი 2017 20:01:00
,,ნუნუ მასწავლებელი ჯოჯოხეთში“- პრემიერა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში. სპექტაკლში მოთხრობილია ყოფილი სკოლის დირექტორის ნუნუს ისტორია, რომელიც გარდაცვალებისთანავე შეცდომით ჯოჯოხეთში მოხვდება. ეშმაკებთან ბრძოლის, წამებისა და ათასგვარ ცოდვის დაბრალების შემდეგ საბოლოოდ ნუნუ კომპენსაციის სახით, სიცოცხლეს იბრუნებს. სპექტაკლი რეჟისორ რამაზ იოსელიანმა ლაშა ბუღაძის ,,ნაფტლინი“-ს მიხედვით დადგა. სცენოგრაფია და მხატვრობა მარინა ფრანგიშვილს ეკუთვნის, მუსიკალურად კი მინდია ხითარიშვილმა გააფორმა - სპექტაკლში 10 მსახიობი თამაშობს.