მზის შუქის გარეშე დარჩენილი მოსახალეობა. მოგიყვებით ბაგრატიონის 28 ნომერში მცხოვრებლების გასაჭირზე. მოქალაქეებმა, რომლებმაც დაახლოებით 2-3 წლის წინ ახალ აშენებულ კორპუსში ბინები შეიძინეს, აღმოჩნდა, რომ მოტყუებულები დარჩნენ. მათ მშენებლობა არაერთხელ გააპროტესტეს, თუმცა კომპანიები პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებენ და სატელევიზიო კომენტარსაც არ აკეთებენ. რატომ მოატყუა ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ მოქალაქეები? და მიმდინარეობს თუ არა მშენებლობა კანონისდაცვით? ვნახოთ სიუჟეტი.
ემა სააკინმა ბინა ამ საცხოვრებელში 2017 წელს შეიძინა. ამბობს, რომ ის რაშიც ფული გადაიხადა, რადიკალურად განსხვადება იმისგან, რაც ხელში შერჩა. სახლის გვერდით, თითქმის ნახევარი მეტრის დაშორებით ახალი შენობის მშენებლობა მალევე დაიწყეს, რის გამოც ოთახებში მზის შუქიც ვეღარ აღწევს. პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. მანძილი კორპუსებს შორის იმდენად მცირეა, რომ ბინიდან ბინაში გადაძრომა მარტივად შესაძლებელია. მოქალაქე თავს მოტყუებულად გრძნობს.
კიდევ ერთი მოტყუებული მესაკუთრე, რომელიც „BB – Balavar”-ის აშენებულ კორპუსში ცხოვრობს, მადონა სამხარაძეა. მეთერთმეტე სართულამდე ჯერ კიდევ არ ამოუღწევია გვერდით მიმდინარე მშენებლობას, თუმცა ჩაბნელებული ოთახები, მზის შუქის გარეშე დარჩენილი სივრცე და გაქურდვის საფრთხე - ახლო მომავალში მისი პრობლემაც იქნება. მოქალაქეს ამ შინაარსის კითხვა აქვს.
ბაგრატიონის ქუჩაზე მცხოვრებლები ტერიტორიაზე მძიმე სურათის შექმნაში ორივე კომპანიას ადანაშაულებენ. ამტკიცებენ,რომ ხემძღვანელები ერთმანეთს გაურიგდნენ, რამაც მხოლოდ მათი დაზარალება გამოიწვია. ეჭვობენ, რომ შპს „ბაგრატიონი 26-ის“ ხელმძღვანელს ქიბარ და ფატი ხალვაშები მფარველობენ, რის გამოც მიმდინარე მშნებელობას მერია არ აჩერებს.
აქ მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გასულ წელსაც გამართეს. მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთანმათ დღეს იგივე კითხვები და მოთხოვნები ჰქონდათ
მიმდინარეობს თუ არა მშენებლობა კანონისდაცვით? ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურში მოგვიანებით, მხოლოდ სიტყვიერი პასუხი გაგვცეს:
მფარველობს თუ არა“ შპს ბაგრატიონი 26“-ის მშენებლობას ფატი და ქიბარ ხალვაშები ან იყვნენ თუ არა კომპანიები შეთანხმებულები ნახევარ მეტრიანი დაშორებით სახლების მშენებლობის საკითხზე? ადგილზე მისული კომპანიის დირექტორი ჩვენმა კითვებმა გააღიზიანა.
რატომ მოაყუა „BB –balavar”-ის ხელმძღვანელობამ მოქალაქეები, რომლებმაც კომპანიისგან საცხოვრებელი ფართები შეიძინეს ? დირექტორი დაგვპირდა, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებდა, თუმცა ტელეფონზე დღის ბოლოს სხვამ გვიპასუხა:
რამდენად ნებადართულია კორპუსების მშენებლობა ნახევარმეტრიანი მანძილის დაშორებით და რატომ გასცა ბათუმის მერიამ ნებართვა ამ მოთხოვნებზე? თვიმმართველობაში პასუხისმგებლობა თავიდან აირიდეს , თავი კი იმით იმართლეს, რომ ნებართვა 2015-2016 წლებში გაიცა, მაშინ როცა მშენებლობის შედარებით მარტივი რეგულაციები მოქმედებდა
ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ბაგრატიონის -28 ნომრებში არსებულ მძიმე სურათზე? როგორც ჩანს კერძო კომპანიების მიერ მოტყუებულ მოქალაქეებს სამართლის ძიება სასამართლოს გზით მოუწევთ.