10, მარტი 2020 20:57:00
ახლა კი უნდა მოგიყვეთ და გიჩვენოთ კიდევ ერთი გაუბედურებული მოქალაქის გასაჭირი. აფხაზეთიდან დევნილი 5 წელია ქირით, გაუსაძლის პირობში ცხოვრობს. ქალს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ფინანსური შესაძლებლობები კი იმის საშუალებას არ აძლევს, რომ იმკურნალოს თავი ირჩნოს და ქირის თანხა იხადოს. რატომ არ ეხმარება სახელწმიფო ლამარა ალიევას?
ამ ფიცრულში, უამინდობისას, ზუსტად ისე წვიმს, როგორც გარეთ. გაუსაძლის პირობებს ლამარა ალიევა წლებია მარტო ებრძვის. მის საკუთრებას არც ეს ორი ოთახი წარმოადგენს. სოციალური დახმარებას ქირაში და კომუნალურ გადასახადებში იხდის. იკვებება იმით, რაც უფასო სასადილოში დახვდება. თვიდან თვემდე დასახარჯად მხოლოდ პენსია რჩება, ისიც ფატქიურად ნახევარი, მას კრედიტი აქვს აღებული. ლამარა ონკოლოგიური პაციენტია.
ისევე როგორც სხვა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, 7 ათას დოლარიანი კომპენსაცია 2006 წელს თავადაც მიიღო, თუმცა როგორც მისი ერთადერთი ახლობელი, ჯუმბერ ქუხილავა ამბობს, ფული მკურნალობისთვის დახარჯა. მას სამი ოპერაცია აქვს გაკეთებული. სწორედ მას შემდეგ დაიწყო მარტოხელა ქალის მომთაბარე ცხოვრება.
ბოლო კვირების განმავლობაში, ლამარა ალიევას მსგავსად, ჩვენი სიუჟეტის გმირი არაერთი იძულებით გადაადგილებული პირი გამხდარა, და რამდენად ანალოგიურიც იყო მათი მდგომარეობა, იმდენად იდენტური პასუხები აქვთ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში.
სტატისტიკა, თუ რამდენმა ოჯახმა ვერ მოახერხა სუბიექტურ-ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, მიღებული კომპენსაციით საცხოვრებლის შეძენა, სახელმწიფოს არ გააჩნია.