25, მარტი 2020 10:34:00
საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთმა ადამიანმა დაამარცხა - ამის შესახებ ჟურნალსიტებს მარინა ეზუგბაიამ ცოტა ხნის წინ განუცხადა. მისი თქმით, პაციენტმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა.
„ჩვენ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული შემოგვემატა და გუშინ მე-10 პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. ანუ, ამ 44 დადასტურებული შემთხვევიდან უკვე 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევაა. ათივემ, რა თქმა უნდა, კლინიკა დატოვა ეტაპობრივად მიღებული პასუხის შესაბამის დღეებში და ამ ეტაპზე 22 პაციენტი განაგრძნობს ჩვენთან მკურნალობას”, - განაცხადა ეზუგბაიამ.