25, მარტი 2020 15:31:00
ხვალ, 26 მარტს, 23:00 საათიდან ბათუმის ქუჩების დეზინფექცია დაიწყება. პირველ ეტაპზე ბათუმის ცენტრალური ნაწილის - რუსთაველის, პუშკინის, გოგებაშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის არსებული ყველა ქუჩის დეზინფექცია ჩატარდება. სპეციალური ხსნარით დამუშავდება ასევე, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.
ქუჩების დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება. სადეზინფექციო სამუშაოები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, სამინისტროს სპეცტექნიკის საშუალებით, გაფრქვევის მეთოდით განხორციელდება.
უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, ხვალ, 23:00 საათიდან თავი შეიკავოს აღნიშნული ქუჩებით გადაადგილებისგან.