27, მარტი 2020 18:14:00
ქვეყანაში არსებული ვითარების მიუხედავად, აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს. ყველა მუნიციპალიტეტში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს, აქტიურ ფაზაშია ე.წ „ოცნების ქალაქის” მშენებლობა. ამ ეტაპზე სამშენებლო ტერიტორიაზე საცხოვრებელი ბინების საძირკვლის არმირება ხორციელდება, სამუშაოებზე დაახლოებით 70 ადამიანია დასაქმებული - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.