30, მარტი 2020 22:58:00
აჭარის მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადასტურებს, რომ აჭარაში კორონავირუსით ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომელი დაინფიცირდა.
„სამწუხაროდ, დღეს გვაქვს სტაციონარში დაინფიცირების შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ექთანს – ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, აჭარის ტელევიზიას განუცხადა.
„ფრონტის ხაზზე დგანან ჩვენი ექიმები, ექთნები, სასწრაფოს ბრიგადები, სამართალდამცველები. საჭიროა მოვუფრთხილდეთ ამ ადამიანებს და საფრთხე არ შევუქმნათ საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.