03, აპრილი 2020 11:01:00
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს 13 პირის ანალიზის პასუხები გახდა ცნობილი. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. სამედიცინო დაწესებულებაში მოქმედ ცხელების ცენტრში აღნიშნული მოქალაქეები საეჭვო სიმპტომებით შევიდნენ, როგორც კარანტინიდან, ასევე თვითდინებით.
დღეს ინფექციურ საავადმყოფოში რვა პირია გადაყვანილი. მათ უკვე აუღეს ანალიზები და პასუხები დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.