03, აპრილი 2020 17:29:00
„ჩვენ გვაქვს წინადადება, რომელიც შემოსავლებდაკარგული ადამიანების გადასარჩენად, აუცილებელი ფინანსების მობილიზებას გულისხმობს” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა ბრიფინგზე განაცხადა. ჟორჟოლიანის ინიციატივა ასეთია: შედარებით მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანებმა შენატანები უნდა განახორციელონ. შედეგად კი სერიოზული თანხების მობილიზება მოხდება , წელიწადში დაახლოებით 700-800 მილიონი ლარის ოდენობით. ჯორჟოლიანი დარწმუნებულია, რომ სოცლიდარულ აქციას მოსახლეობის უმრავლესობა მხარს დაუჭერს.