03, აპრილი 2020 17:34:00
კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების ფაქტს გამოეხმაურა სააკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრი. „დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვხედავთ, რომ ძირითადი დატვირთვა გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალური სექტორის სრული მზაობის შემოწმება დაავალა. გახარიამ ისაუბრა, სოფლის და ოჯახის ექიმების გადამზადების აუცილებლობაზე, რათა ეფექტურად მოხდეს ცხელებით გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავება. „ეს არის ერთადერთი დაზღვევა, რომელსაც შეუძლია ჯანდაცვის სისტემაზე, ჰოსპიტალურ სისტემაზე ზეწოლა შეამსუბუქოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.