03, აპრილი 2020 21:17:00
ერთი კოვზით ზიარების პრინციპი არც ერთ ეკლესიას არ შეუცვლია-ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, სინოდმა გადაწყვეტილება მიიღო და მსჯელობა დამთავრდა. დღესვე გახდა ცნობილი, რომ საპატრიარქო მრევლის გარეშე, მხოლოდ სასულიერო პირების მონაწილეობით ხარებისა და აღდგომის ლიტურგიების ჩატარებას არ განიხილავს. ჯაღმაიძემ საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ
ის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, ის, ვინც ასაკის ან იმუნიტეტის გამო რისკის ჯგუფში მოხვდა, ის, ვინც ფრთხილობს, რომ ეკლესიაში მისვლით, შესაძლოა, დაავადდეს, ყველა ამ ადამიანს მიეცა რეკომენდაცია, რომ დარჩეს სახლში. მისივე თქმით, ასევე შესაძლებელია, მოხდეს მრევლის ზიარება ტაძრის გარეთ.