03, აპრილი 2020 21:21:00
მომაკვდინებელი ვირუსი, რომლის დასამარცხებლად მსოფლიო იბრძვის და რჩევები, რომელთა დაცვა ამ ბრძოლაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული მთავარი რეკომენდაციების ჩამონათვალი ასე ჟღერს: სოციალური დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, პირბადის და ხელთათმანების გამოყენება. იცავენ თუ არა მოქალაქეები მითითებებს, რომლის აუცილებლობაზეც სპეციალისტები ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ? მაცნეს გადამღები ჯგუფი დღეს ბათუმში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
ეს კამათი ბათუმში, ბონის ბაზარში მოგვიხდა. ერთ-ერთი მომხმარებელი ჩემმა შეკითხვამ გააღიაზიანა. დავინტერესდი, რატომ არ ითვალისწინებენ სპეციალისტების რეკომენდაციას და არ იცავენ სოციალურ დისტანციას ვირუსის გავრელების პრევენციისთვის.
ხუმრობით თუ სერიზულად, ბონის ბაზარში ერთ-ერთი მომხმარებლისგან ასეთი პასუხიც მოვისმინეთ. თურმე ტელევიზორი არ აქვს და რეკომენდაციების შესახებ იცის, თუმცა მაინცადამაინც ის ვერ გაუგია, დისტანციის დაცვა ყველგან რომ მოეთხოვება.
აღმოჩნდა რომ, დადგენილ ნორმებს დიდად არც მოვაჭრეები იცავენ. ისინი მომხმარებლებს, პირბადისა და ხშირ შემთხვევაში ხელთათმანის გარეშე ემსახურებიან.
ფაქტები ჯიუტია, თუმცა, როგორც მოვაჭრეები, ისე მომხმარებლები დღეს „მაცენე“-ს კამერის წინ, კიდევ უფრო ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ არც ერთმანეთთან დისტანციას არღვევენ და არც პირბადისა თუ ხელთათმანის გარეშე ურთიერთობენ.