07, აპრილი 2020 21:18:00
46 გამოჯანმრთელებული, 3 გარდაცვლილი და 195 ინფიცირებული. ასეთია კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში, რომლის შესახებაც ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - stopcov.ge-ზე ვრცელდება. პორტალის მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო რეჟიმში 4 ათას 708 პირი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 370 ადამიანი რჩება.