09, აპრილი 2020 17:47:00
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დღეს გაიხსნა. კლინიკა კოვიდ19-ით ინფიცირებული პაციენტების მისაღების მიზნით, დაჩქარებული წესით აღჭურვეს, რისთვისაც სამედიცინო დაწესებულებამ 27 მართვითი სუნთქვის აპარატი და 170 მრავალფუნქციური საპალატე საწოლი შეიძინა. განთავსებულია ბოქსირებული პალატებიც. ადგილზე მომუშავე მედპერსონალმა ვირუსთან დაკავშირებით, სპეციალური გადამზადების კურსებიც გაიარა. კლინიკა კორონავირუსით ინფიცრებული პაციენტების მისაღებად უკვე მზადაა.