09, აპრილი 2020 17:55:00
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი. ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 73 მოქალაქე დააჯარიმეს. ჯარიმა ამოუწერეს 15 მოქალაქეს, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი კიდევ 27 პირი დააჯარიმეს.