09, აპრილი 2020 18:14:00
33 წელი ენერგო სფეროში, აქედან 30 წელი თემურ ბოლქვაძე მაღალმთიანი აჭარის ენერგომომარაგებაზე ზრუნავს. 13 ათასი აბონენტისთვის „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხულოს მომსახურების ცენტრის მენეჯერი 28 ტექნიკოს-ელექტრიკოსთან ერთად ფაქტობრივად 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ენერგეტიკოსებისთვის გამოწვევაა მაღალმთაინეთის სპეციფიკა და მთის რთული რელიეფი, განსაკუთრებით ზამთარში. თუმცა თემურ ბოლქვაძე ამბობს, რომ ყველაზე მეტად ის უხარია, როცა ხალხს, განსაკუთრებით მთაში მცხოვრებ მოსახლეობას ემსახურება.