26, მაისი 2017 20:04:00
აკაკი შანიძის ქუჩის მცხოვრებლებთა პრობლემების ჩამონათვალი უცვლელია. 80-ზე მეტი ოჯახის მძიმე ყოფის შესახებ ჩვენ ერთი თვის წინაც გიამბეთ. ისინი დღემდე ელექტროენერგიის, წყლისა და კანალიზაციის გარეშე ცხოვრობენ. ადგილობრივებმა თავიანთი პრობლემები ხელისუფლების წარმომადგენლებს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს.