15, აპრილი 2020 21:37:00
ჩაკეტილი 4 დიდი ქალაქი და შიდა გავრცელების ფართო მასშტაბები. პანდემია, რომელიც საქართველოში უკვე პიკს უახლოვდება და მთავარი მოწოდება „დარჩით სახლში“. ითვალიწინებენ თუ არა მოქალაქეები მთავარ რეკომენდაციას იქ , სადაც ყველაზე მეტადაა გამკაცრებული ზომები? მაცნეს გადამღები ჯგუფი დღეს ქობულეთში იმყოფებოდა.
მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადაა, დღეს პირველად, ქობულეთის ბაზარის მიმდებარედ განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. სახლიდან გამოსასვლელად ყველას საკუთარი და თან საპატიო მიზეზი აღმოაჩნდა.
გარეთ ყველა იყო, ახალგაზრდაც და მოხუციც. ხანდაზმულები ძირითადად მედიკანეტებისთვის.
მიუხედავად სხვადასხვა არგუმენტებისა, ასე, ყველა ერთად გარეთ მაინც კიდევ უფრო გამკაცრებულმა შეზღუდვებმა და დარიგებულმა პენსიებმა გამოიყვანა.
საგანგებო მდგომარეობის პირობებში, განსაკუთრებული ხალხმრავლობის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ დისტანცია დაცული იყო. მოსახლეობის უმრავლესობა, ძირითადად, ქობულეთის სოფლებიდან იყვნენ.