ოთხშაბათი 17, ივლისი 2019

„ოქროს დელფინს“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უმასპინძლა

29, მაისი 2017 17:02:00

ფესტივალ „ოქროს დელფინის“ მონაწილეებს დღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უმასპინძლეს. შეხვედრაზე ღონისძიებების  შედეგები შეაჯამეს და სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.  ფესტივალის მიზანია ქალაქის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება საკურორტო სეზონის დაწყებამდე და აჭარის რეგიონის პოპულარიზაცია, ასევე ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია და უცხოურ შემოქმედებით კოლექტივებთან კავშირების დამყარება. „ოქროს დელფინი“   წელს  მე-18-ედ გაიმართა და მასში 12  ქვეყნის  18 წარმომადგენელი მონაწილეობდა. უცხოური კოლექტივები ბათუმში 25 მაისს ჩამოვიდნენ და ქალაქს   30 მაისს დატოვებენ.  „ოქროს დელფინი“  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ტურიზმისა და განვითარების ხელშეწყობის საზოგადოების ორგანიზებით  გაიმართა.