19, იანვარი 2017 08:16:00
ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ, ქობულეთში, 2012 წელს მიწისძვრით დაზარალებულ 12 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცათ. სოფელ კვირიკეში მრავალბინიანი სახლი დაზარალებულთა დახმარების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში აშენდა. რისთვისაც 370 ათასი ლარი დაიხარჯა. ბინები ბენეფიციარებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა. საცხოვრებელი სახლები კვირიკეში ,,2012 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარების მიზნობრივი პროგრამის“ ფარგლებში აშენდა. მოეწყო კომუნიკაციები, ჩაისვა კარ-ფანჯრები, უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება კორპუსამდე მისასვლელი გზა და ეზო.