ქობულეთში, ფერმაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ნაგებობის სახურავი დაიწვა. სოფელ ხუცუბანში არსებულ ფერმაში ხანძრისას არავინ დაშავებულა, მათ შორის საქონელიც უვნებლად გამოიყვანეს. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა