21, მაისი 2020 16:41:00
ქვეყნის მასშტაბით არსებული შეზღუდვები თანდათანობით იხსნება. 23 მაისიდან, საგანგებო მდგომარეობის პარალელურად, ძალაში აღარ იქნება კომენდანტის საათიც. სიახლეა იმ პირებისთვისაც, რომელთაც საბანკო დავალიანება აქვს. პრემიერ-მინისტრის განცხადებებს სიუჟეტიდან გაიგებთ.

23 მაისიდან ქვეყანაში კომენდანტის საათთან ერთად მოიხსნება საგანგებო მდგომარეობაც. აკრძალვების გაუქმებასთან ერთად მოქალაქეებს მაინც მოეთხოვებათ პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. როგორც პრემეირმა განაცხდა, შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილების მიუხედავად, ვირუსი მაინც რჩება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში წესების დაცვა აუცილებელია.
რაც შეეხება პირებს, რომლებსაც საბანკო დავალიანება აქვთ და დაკარგეს სამსახური ან შეუმცირდათ შემოსავალი, საგადასახადო ვალდებუელბა კიდევ სამი თვით გადაუვადდებათ.
გიორგი გახარიამ დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა მოწოდება ბიზნესოპერატორების მისამართით. სთხოვს მათ, ეფექტურად ითანამშრომლონ შემოსავლების სამსახურთან, რათა არცერთი დასაქმებული არ დარჩეს დახმარების გარეშე და თანხები დროულად მიიღონ.
„საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანამ ჩაატაროს წარმატებული, სრულად ღია და დემოკრატიული არჩევნები“, - ამ განცხადებით გამოეხმაურა პრემიერი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს.
დღესვე გახდა ცნობილი, რომ კოვიდ-19-თან და მის მართვასთან დაკავშირებული ანგარიშით, გიორგი გახარია პარლამენტში 27 მაისს წარსდგება.