20, იანვარი 2017 08:13:00
აჭარაში გაცნობითი სახის ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ რიზეს დელეგაცია იმყოფება. სტუმრები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მიიღეს. შეხვედრაზე მრავალმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, ასევე რეგიონებს შორის სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ორ რეგიონს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.