27, მაისი 2020 19:24:00
ბათუმში საბაგიროსთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ახლობლები ქუჩის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცენ.
ინციდენტის დროს პოლიციელების მიმართ დაუმორჩილებლობის გამო, რამდენიმე პირი დააკავეს.
ბრალდებულების ოჯახის წევრებმა თავდაპირველად საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან გამართეს, მოგვიანებით კი მსვლელობა ბათუმის ქუჩებში მოაწყვეს.