29, მაისი 2020 17:09:00
ტურისტული სეზონის უსაფრთხოება და ბიზნესის მხარდაჭერა - ეს საკითხები დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე განიხილეს. როგორც თავმჯდომარემ აღნიშნა, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა უსაფრთხოების ის სტანდარტები დაინერგოს, რომელიც უზრუნველყოფს ტურიზმის თანმიმდევრულად აღდგენას. რაც შეეხება საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობას, თორნიკე რიჟვაძის თქმით, ინვესტორებს 4 თვიანი საშეღავათო ვადი 6 თვემდე გაეზრდებათ. ასევე იმსჯელეს კანონპროექტის ინიცირებაზე, რომელიც პირგასამტეხლოს შემცირებას გულისხმობს იმ შემთხვევაში, თუ კი შესრულებული ექნება ნაკისრი ვალდებულების 50 პროცენტი.