29, მაისი 2020 17:27:00
დღეიდან საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოქმედებს რეკომენდაციები. მგზავრებს პირბადის ტარება მოეთხოვებათ. აუცილებელი იქნება ხელის ჰიგიენის დაცვა. ავტობუსებში დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეავსებენ სადეზინფექციო დისპენსერებს. სპეციალური სხნარით ყოველდღიურად დამუშავდება ტრანსპორტიც. ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აკრძალული იქნება კონდიცირების სისტემა.