01, ივნისი 2020 21:25:00
მართალია კორონავირუსმა ქვეყანას გარკვეული სახის უარყოფითი შედეგი მოუტანა, თუმცა ამ მხრივ გამონაკლისი მაინც არსებობს. გაუმჯობესებული ჰაერის ხარისხი - აღნიშნული პანდემიის ფონზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 17 მარტიდან, ანუ იმ დღიდან, როცა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მოძრაობა შეწყვიტა, ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციები მნიშვნელოვნად შემცირდა. შეძლებს თუ არა ქვეყანა ამ ციფრების შენარჩუნებას? ვნახოთ რეპორტაჟი
პანდემიის ფონზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ქალაქში ჰაერის ხარისხსაც დაეტყო. ბათუმში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც მიკროავტობუსებმა და მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მოძრაობა აღადგინა, ჰაერის დაბინძურება აშკარა გახდა.
მოქალაქეების ნაწილის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას ეს კადრიც მოწმობს. ბათუმში მცხოვრებლები ეჭვობენ, რომ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შედეგად გამოყოფილი გამონაბოლქვი ატმოსფერულ ჰაერს რამდენიმე დღეში მნიშვნელოვნად დააბინძურებს.
პანდემიამ რომ ჰაერის ხარისხი გააუნჯობესა, ამას გარემოს ეროვნულ სააგენტროშიც ადასტურებენ. უწყებაში ამბობენ, რომ ტრანსპორტის შეჩერებამ მონაცემები მნიშვნელოვნად შეცვალაა. დაწესებულებაშ იმასაც ამბობენ, რომ მარტის თვიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როცა მიკროავტობუსებმა და ავტობუსებმა მოძრაობა შეწყვიტეს, ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციების შემცველობამ კლება იწყო. მაჩვენებელი აისახა ბათუმზეც:
იგივეს ამბობენ გარემოსდამცველებიც. კახაბერ გუჩმანიძე მიიჩნევს, რომ უარყოფითთან ერთად პანდემიამ დადებითი შედეგებიც გვიჩვენა. ეკოლოგი ამბობს, რომ ახლა მთავარი გამოწვევა ჰაერის გაჯანსაღებული მაჩვენებლის შენარჩუნებაა.
მიკროავტობუსებმა და ავტობუსებმა მოძრაობა 17 მარტიდან შეწყვიტეს. მიიმდინარე წლის მარტის ბოლოდან, აპრილის და მაისის თვის ჩათვლით ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციები, როგორც ეს გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზეა მოცემული, შემცირდა. შეძლებს თუ არა ქვეყანა ზღვრული მაჩვენებლების შენარჩუნებას, ეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ჰაერის დაბინძურებას, მანქანებიდან გამონაბოლქვის გარდა , სამშენებლო სამუშაოები იწვევს. ქალაქის მასშტაბით, დღეს არაერთი ობიექტი გადავიღეთ, სადაც აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.