02, ივნისი 2020 17:54:00
ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, ავტომობილის მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.