02, ივნისი 2020 18:09:00
მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებმა შიმშილობა დაიწყეს. კრიმინალური ავტორიტეტის ახლობლებს აქციებს იუსტიციის სახლთან განაგრძობენ. მოთხოვნა უცვლელია- უნდათ რომ სახელმწიფომ მოახდინოს მინდია გორაძის თურქეთის ციხიდან საქართველოში ექსტრადიცია, ან მესამე ქვეყანაში გადაყვანა. შეკრებილებთან ერთად დღეს უფლებადამცველიც იმყოფებოდა. თამაზ ბაკურიძის განცხადებით, თუ კი იუსტიციის მინისტრი, ხვალ, შუადღის სამ საათამდე განცხადებას არ გააკეთებს, ოჯახის წევრები და ახლობლები, სარფში გზის გადაკეტვას აანონსებენ.