03, ივნისი 2020 17:15:00
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპროტესტო აქციებში გახვეული ქვეყნის მოსახლეობას მიმართა. მან საკუთარ თავს „კანონის და წესრიგის პრეზიდენტი“ უწოდა და სამხედრო ძალის გამოყენებით დაიმუქრა, თუ შტატები საკუთარი „მოქალაქეების სიცოცხლის და საკუთრების დაცვას“ ვერ უზრუნველყოფენ.