05, ივნისი 2020 17:12:00
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ პირს დაკავებისას მოხმარებისთვის არასაკმარისი რაოდენობის ნარკოტიკი აღმოაჩნდება, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აღარ შეეფარდება. სასამართლომ "თეთრი ხმაურის მოძრაობისა" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო და მოქმედი ნორმები არაკონსტიტუციურად სცნო. ახლა უნდა დადგინდეს ზუსტად რა ოდენობაა არასაკმარისი, ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების შემთხვევაში ინდივიდუალურად.