20, იანვარი 2017 08:16:00
სამი საათია გრძელდება სპორტის სასახლეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მეშვიდე ყრილობა. დელეგატები პოლიტსაბჭოს დაკომპლექტების სკითხებზე მუშაობენ. უკვე გადაწყდა, რომ პარტიის გენერალური მდივანი ისევ ვანო მერაბიშვილი იქნება, თუმცა ვიდრე იგი პატიმრობაშია, მოვალეობას ნიკა მელია შეასრულებს. ყრილობაზე შეკრებილებს უკვე მიმართა მიხეილ სააკაშვილმა. იგი გუნდის წევრებს ვაშინგტონიდან ჩაერთო. ყოფილმა პრეზიდენტმა მიულოცა მათ ბიძინა ივანიშვილის პირველი მარცხი 2012 წლის შემდეგ. განაცხადა,რომ არაფორმალურმა მმართველმა „ნაციონალური მოძრაობის“ გადაბირება ვერ შეძლო და ეს ივანიშვილისთვის უკანასკნელი მარცხი არ იქნება. შეკრებილებს მიმართა სანდრა რულოვსმაც. ქვეყნის ყოფილმა პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ, მიხეილ სააკაშვილს ვერ დაასუსტებენ და ყოველი წინააღმდეგომა მხოლოდ აძლიერებს მას.