11, ივნისი 2020 19:51:00
14 მარტი - ეს ის დღეა, როცა აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ახალმა გამოწვევამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ცხოვრების წესი შეცვალა და მათი ყოველდღიური ნაწილი გახდა. ვინ მართავს პანდემიას რეგიონში? უნდა გაგაცნოთ სამედიცინო სფეროს მენეჯერები, რომელთა სტრატეგიაც კოვიდ19-თან საბრძოლველად ეფექტური აღმოჩნდა. სწორედ ამ ადამიანთა თანმიმდევრული მუშაობის შედეგია ის, რომ აჭარა დღეს მწვანე ზონის სტატუსს ატარებს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი იმ უწყებათაგან ერთ-ერთია, რომელმაც კოვიდ 19-ის პირველი შემოტევა ყველაზე მწვავედ იგრძნო. პანდემიამ ეპიდემიოლოგების ცხოვრების წესი და განრიგი სრულიად შეიცვალა. ახალი სირთულეები და გამოწვევები მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. კორონავირუსი აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელისთვის პირველ ინფიცირებულ პაციენტთან ასოცირდება.
სრულიად მოულოდნელად გადავიდა ცენტრის სხვადასხვა განყოფილება რვასაათიანი სამუშაო დღის განრიგიდან 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე. ეს რა თქმა უნდა იოლი არ ყოფილა. პასუხისმგებლობა, არავინ შემოსულიყო შემოწმების გარეშე სასაზღვო -გამშვებ პუნქტებზე, სწორედ მათზე მოდიოდა. არადა მცდელობა, დასხლტომოდნენ ხელიდან, არც ისე იშვიათი იყო.
რთული და ძალზედ საპასუხიმგებლო იყო კორონავირუსის მართვის და გავრცელების პრევენციისთვის აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის როლი. გარდა იმისა, რომ სამსახურის კომპეტენციაში შედიოდა თითოეული ინფიცირებულის ირგვლივ საეჭვო კონტაქტების მოძიება, უნდა შეეძლოთ და ემართათ სასტუმროებში მოწყობილი საკარანტინე ზონები. აქ ყველაზე რთული მათთვის სხვებში შიშის დაძლევა იყო და პერსონალის დარწმუნება იყო იმაში, რომ უხილავ მტერთან ბრძოლაში უნდა დახმარებოდნენ.
დღეს რომ პანდემია რეგიონში ისევ გააქტიურდეს, თითოეულმა პასუხისმგებელმა უწყებამ და ხელმძღვანელმა ზუსტად იცის, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. შიში და გზა რომელზეც ახალმა კორონავირუსმა ისინი გამოატარა, იმაზე მეტი გამოცდილება შესძინა, ვიდრე მანდე წარმოდეგნა შეეძლოთ.
სწორედ მათი ალღოს და ეფექტური მუშაობის შედეგია ის, რომ დღეს აჭარა მწვანე ზონადაა გამოცხადებული.