16, ივნისი 2020 21:15:00
400 ათასზე მეტი დახარჯული ლარი აპლიკაციისთვის, რომლითაც მოქალაქეთა უდიდესმა ნაწილმა ვერ ისარგებლა. კოვიდ 19-ის ადრეული გამოვლენისთვის ხელისუფლებამ სატელეფონო პროგრამა დაახლოებით 2 თვის წინ შეისყიდა, ამისთვის საკმაოდ სოლიდური თანხებიც გადაიხადა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, STOP COVID-ი არც ისე სანდო და გამოყენებადი აღმოჩნდა, როგორც ამას ჯანდაცვის სისტემა გეგმავდა. რაში და რამდენად სწორად დახარჯა მთავრობამ თითქმის ნახევარი მილიონი ლარი?
საყურადღებო შეტყობინება არ გაქვთ. ინფიცირებულ პირთან კონტაქტი არ ფიქსირდება - ადამიანების უმრაველსობას, ვინც, STOP COVID- ის აპლიკაცია გადმოწერა, გახსნისას მუდმივად ამ შინაარსის შეტყობინება ხვდებათ. ეს სწორედ ის მობილური აპლიკაციაა, რომლითაც შესაძლებელი უნდა გამხდარიყო კოვიდ19-ით ინფიცირებულ პირთან კავშირის გამოვლენა. ამისთვის აუცილებელია მობილური პროგრამა ყველა მოქალაქეს ჰქონდეს ჩამოტვირთული და მუდმივად იყოს დაკავშირებული ინტერნეტთან. როცა პროგრამა ხელმისაწვდომი გახდა, იგი ადამიანებმა მობილურ ტელეფონებში მართალაც მაისურად ჩააყენეს, თუმცა ნდობა მალევე დაკარგა. ბევრი არ იყენებს, ბევრმა კი აპლიკაცია წაშალა.
შემთხვევით შერჩევის პრინციპით ქუჩაში გამოკითხვა მოვაწყეთ. აღმოჩნდა, რომ არიან მოქალაქეები, რომლებიც მობილური აპლიკაციას იყენებენ. მიუხედავად იმისა, საყურადღებო შეტყობინება არ მისვლიათ და არც ასეთი ფაქტის შესახებ სმენიათ, ისინი ირწმუნებიან, რომ პროგრამა ეფექტურია.
სხვადასხვა მობილური სისტემისთვის კორონავირუსის მაიდენტიფიცირებელი აპლიკაცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით 16 აპრილს გახდა ხელმისაწვდომი. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კი მაგალითად ვინმეს დაუდასტურდება კოვიდ ინფექცია, ადამიანს, ვისაც მასთან ჰქონდა 15 წუთზე დიდხანს და ორ მეტრზე ნაკლები დისტანციით კონტაქტი, და ვინც ასევე აპლიკაციის მოსარგებლეა, მიუვა სარისკო შეტყობინება. შეტყობინებაში ეწერება:
ამ მობილური პროგრამისთვის ხელისუფლებამ 412 116 ლარი გადაიხადა. ეს ის თანხაა, რომელიც მსოფლიო ბანკისგან, კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში მიიღო. აპლიკაციის ხელმისაწვდომობიდან დღემდე ქვეყანაში ამ გზით 10 ინფიცირებული პირი გამოვლინდა. ბოლო ინფიცირების შემთხვევა 7 ივნისს დადასტურდა. რამდენად იმუშავა სპეციალურმა აპლიკაციამ და აღმოჩნდა თუ არა მიზნობრივად დახარჯული ასობით ათასი ლარი - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში დეტალებზე არ გვესაუბრებიან. უწყებიდან მხოლოდ წერილი მივიღეთ, რომელშიც აღნიშნულია:
წერილში აღნიშნულია, რომ, STOP COVID - აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიამ შეიმუშავა და სხვადასხვა ქვეყანას ლიცენზიის საფასურის გარეშე მიაწოდა. აპლიკაცია მომხმარებლებისთვის დღესაც ხელმისაწვდომია.