ცხოვრება დაუსრულებელ კორპუსებში. ბათუმში არაერთ შენობას შეხვედებით, სადაც მოქალქეებს სიცოცხლისთვის სარისკო პირობებში უწევთ ცხოვრება. ეს იმიტომ,რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ, რადგან უკიდურესად უჭირთ. პროცესი უკონტროლოა. ფაქტებზე ხელისყფლება არ რეაგირებს.
ჰაიდარ აბაშიძის 33 ნომერში არსებული ეს კორპუსი ერთ-ერთია ქალაქში, იმ მრავალ საცხოვრებელს შორის, რომელშიც ოჯახები დაუსრულებელ, ჯერ კიდევ მშენებარეს სტატუსის მქონე კორპუსში ცხოვრობენ. იმის, გამო, რომ მენაშენეებს სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი არ აქვთ, ამ გაუსაძლისი პირობების ატანა უწევთ. ეზოში არსებულ ანტისანიტარიასთან ერთად მთავარი პორბლემა ის არის, რომ კორპუსს სახურავი არ აქვს. მაცხოვრებლები აღარაფერს ამბობენ სწადარბაზოებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე.
9 სართულიანი კორპუსის მშენებლობა წლების წინ დაიწყო, თუმცა ექსპლუატაციაში დღემდე არ შესულა, არადა თავიანთი საცხოვრებლები ინვეტორს ადგილობრივებმა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის დაუთმეს.
ჯანმრთელობასა და სიცოცხლისთვის საშიშ კორპუსში ცხოვრობენ მაზნიაშვილის 35/37 ნომერშიც. მშენებლობა აქაც დაზიანებულია. კორპუსის ეზოში სადაც, წესით ავტოფარეხი უნდა ყოფილიყო, წყლის გუბე დგას და დანაგვიანებულია. მოუწესრიგებულ ინფრასტრუქტურას ისიც ემატება, რომ კიბეებს მოაჯირები არ აქვს, ღია ლიფტის შახტა. გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო მაცხოვრებლები ხშირად იღებენ სხვადასხვა სახის დაზიანებებს.
დაუსრულებელი კორპუსი, მოუწესრიგებელი ეზო და სადარბაზოები, ღია და დაბინძურებული ლიფტის შახტა, მომრავლებული მღრღნელები და მწერები - ეს კორპუსი ასევე ბათუმში, ტბელ აბუსელიძის ქუჩაზე დგას, არადა მენაშენეებმა ფული სწორედ ასეთი კორპუსის სანაცვლოდ გადაიხადეს.
დღეს, მშენებლობის ექსპლუატაციაში შესვლამდე, კორპუსში ცხოვრებას არცერთი საკანონმდებლო ნორმა არ არეგულირებს. სპეციალური ჩანაწერები, რომელიც ამ მხრივ უსაფრთხოებას უზრუნვეყოფდა, , 2007 წელს გაუქმდა. შესაბამისად, რა პირობებში იცხოვრებს ოჯახი, კორპუსში, სადაც ლიფტის შახტა ღიაა, ან მშენებლობის ნაწილი ისევ ხარაჩოშია, თუ კორპუსში, რომელზეც ბათუმის მერიას მიღება-ჩაბარება დადასტურებული აქვს, მხოლოდ კონკრეტულ პირზეა დამოკიდებული. შესაძლო უბედურ შემთხვევაზე კი პასუხისმგებლობა პოსტ-ფაქტუმ მშენებლ კომპანიას ეკისრება.
პრობლემა რომ კომპლექსურია, საუბრობენ როგორც იურისტები, ისე შრომის უსაფრთხოების პროფკავშირში. ამბობენ, რომ მეტი უსაფრთხოებისთვის, აუცილებელია საკანონმდებლო რეგულაციები უფრო მკაფიო და ზუსტი გახდეს. სპეციალისტები ასევე აცხადებენ, რომ თუ კი ნება იქნება, დღეს მოქმედი ჩანაწერებით, შრომის უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, კონრტროლის მექანიზმი შესწევს შრომის ინსპექციასაც.
არსებული პრობლემების მიუხედავად, მენაშენეების ნაწილი საუბროებს იმაზეც, რომ თუ კი მათ კორპუსის ექსპლუატაციაში მიღებამდე ცხოვრების უფლება არ ექნებათ, ეკონომიკური მდგომარეობის გათვალსიწნებით, ხშირად ცხოვრება ისევ ქირით ან სულაც ღია ცისქვეშ მოუწევთ.