25, ივნისი 2020 20:03:00
ფირუზ წულუკიძესთან ერთად 10 მაისს კიდევ ორი პირი დაააკვეს. სწორედ მაშინ, როცა ხულიგნობაში ბრალდებული ძმის და კიდევ ერთი მეგობრის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავდნენ. ჯარიმა ორჯერ გამოუწერეს. ერთი, 3 000 ლარიანი, საგანგებო მდგომარეობაში ხალხმრავალი შეკრებისთვის და 1 500 ლარიანი პოლიციელზე წინააღმდეგობის გაწევისთვის. ფირუზი ამბობს, რომ განყოფილებაში იძულებით, ფიზიკური ძალის გამოყენებით წაიყვანეს.
ამ შინაარსის დიალოგი ბათუმში, მოქალაქესა და პოლიციის თანამშრომელს შორის აპრილში შედგა, მაშინ, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო და კომენდანტის საათი მოქმედებდა. შელაპარაკებას კიდევ უფრო მძიმე გაგრძელება მოჰყვა. მოქალაქეს სიტყვირად და ფიზიკურად როგორც დაკავებისას, ისე განყოფილებაში მიყვანის შემდეგ გაუსწორდნენ. ძალადობის კვალი თვალსაჩინოა.
საქმე იქამდე მივიდა, რომ მას შემდეგ, დაკავებისას, პოლიციელების მიერ სამსახურეობრივი უფლებამისილების ბრალდებით, საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თვეები გავიდა, თუმცა კონკრეტული შედეგი ჯერ კიდევ არ დამდგარა. პაატა დიასამიძე იმ ნაკლოვანებებზე საუბრობს, რომლებიც ძიების დროულად დასრულებას უშლის ხელს.
მაშინ, როცა იურისტები პირის დაზარალებულად აღიარებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე და შესაბამისად, საქმის მასალებთან წვდომის პრობლემებზე საუბრობენ, სრულიად საპირისპიროს ამტკიცებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. ოფიციალური წერილით გვწერენ, რომ საგამოძიებო მოქმედებებს სისხლის სამართლის საქმეზე ატიურად აწარმოებენ და რომ სამსახური ნებისმიერ განმცხადებელს აძლევს საშუალებას, გაეცნოს გამოძიების მიმდინარეობას.
თუ რა შედეგზე გავიდნენ ამ დრომდე სიუჟეტში მოყვანილ ფაქტზე, ან რატომ არ აღმოჩნდა რამდენიმე თვე საკმარისი იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგი დამდგარიყო, სახელმწიფო ინსპექტორი გამოგზავნილ წერილში არაფერს გვწერს. გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, 2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში საგანგებო რეჟიმისა და კომენდანტის საათის დამრღვევ პირებთან მიმართებით, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო ძალის გადამეტების შესახებ ჯამში 38 შეტყობინებაა შესული. სამსახური გვწერს, რომ, საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ განხოციელდა შედეგები რეაგირება:
მოთხოვნის მიუხედავად, საჯარო ინფორმაციაში არ დაგვიკონკრეტეს, სავარაუდო ძალის გადამეტების შესახებ შესული 38 განაცხადიდან, რამდენი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან.