03, ივლისი 2020 17:33:00
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თუკი აბიტურიენტს სიცხე ექნება, იმისათვის, რომ საგამოცდო პროცესზე დაიშვას, გამოცდამდე 2-3 დღის განმავლობაში გაცემული ცნობა უნდა წარადგინოს, რომ იგი არ არის კოვიდინფიცირებული. ხოლო, იმის დასტურად, რომ პირი ნამდვილად მონაწილეობს 2020 წლის მისაღებ გამოცდებში, ამბულატორიულ დაწესებულებაში უნდა წარადგინოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ამასთან, PCR ტესტის ჩატარება 3 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. ესენია: ,,მედემერჯენსი", "ბათუმის N1 პოლიკლინიკა" და შპს "საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი".