07, ივლისი 2020 17:31:00
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შესაძლოა სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილება მიენიჭოს. საკუთარი წარმომადგენელი ამ უკანასკნელმა შესაძლოა წარადგინოს როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორ კომპანიაში, ასევე, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელში. სიახლე იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ პარლამენტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს დაამტკიცებს. კანონპროექტის მმართველის დანიშვნის უფლება კომისიას იმ შემთხვევაში ექნება, თუ კონკრეტული ლიცენზირებული კომპანიისთის დაკისრებული ჯარიმა ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას. დოკუმენტს კრიტიკულად აფასებენ ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორში. ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ ხერხით კრიტიკულ მედიაზე გავლენების მოხდენას და კონტროლს ცდილობს.