07, ივლისი 2020 16:45:00
დააკავეს დედა, რომელმაც არასრულწლოვან შვილზე იძალადა. გამოძიების ვერსიით, ქალმა 9 წლის ბავშვი სცემა. შემთხვევა ხელვაჩაურში მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაცით, მოზარდს ჰქონდა ნაკბენიც. დაკავებულ ქალს კიდევ ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.