09, ივლისი 2020 17:29:00
,,მობილობა ქალაქებისთვის“- ბათუმში ახალი პროგრამის განხორციელება იგეგმება. ეს - ქალაქში სატრანსპორტო ტერმინალებისა და ჭკვიანი შუქნიშნების მონტაჟს, ასევე, აკვაპარკის განახლებას გულისხმობს. ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს. სწორედ პროექტთან დაკაშირებული საკითხები განიხილა ბათუმის მერმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. მხარეებმა ისაუბრეს ტექნიკური მხარდაჭერის დეტალებზე. პროგრამა ,,მობილობა ქალაქებისთვის“ თვითმმართველობის წახალისებაზეა ორიენტირებული.