14, ივლისი 2020 21:25:00
დაზიანებული ჭერი, დაბზარული კედლები და ცხოვრება შიმშილის ზღვარზე. ჟორა ფუტკარაძე წლებია თავს ძმის ავარიულ, ცარიელ სახლს აფარებს. 53 წლის კაცი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მუშაობს და მრავალი მოთხოვნის მიუხედავად მას, არც სოციალური დახმარება აქვს. ცხოვრებას კი ნათესავებისა და მეზობლების დახმარებით აგრძელებს.
დაზიანებული ჭერი და კედლები - ეს ის გარემოა, სადაც 53 წლის კაცი ცხოვრობს. ღია ცის ქვეშ არ არის, თუმცა საკუთრება არც ეს ავარიული სახლია. თავი ძმის ცარიელ სახლს ერთი წლის წინ დროებით შეაფარა, თუმცა დამოუკიდებელ ცხოვრებას ვეღარ დაუბრუნდა. იმის გამო, რომ ჯანმრთელობა აღარ აქვს, სამსახურს ვერ დაუბრუნდა, შესაბამისად, ქირის გადახდას ვეღარ შეძლებს. სახარბიელო მდგომარეობა არც ძმას აქვს, ამიტომ ხშირად სანახევროდ მშიერი იძინებს. ერთადერთი იმედი ახლო ნათესავები და მეზობლები არიან.
ჟორა ფუტკარაძე სოციალურ დახმარებას არ იღებს. ჰყვება, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორი წლის წინ მიმართა, თუმცა ამ სიღატაკეშიც იმდენად მაღალი ქულა მიიღო, რომ შემწეობის დასანიშნად საკმარისი არ აღმოჩნდა. განმეორებით სააგენტოს გუშინ, მიმართა.
ჟორა ფუტკარაძე 25 წელია აჭარაში ცხოვრობს, თუმცა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული, ამიტომ დახმარებას ვერც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი გაუწევს.