21, ივლისი 2020 20:03:00
ქობულეთში, თევზები და წყალქვეშა ბინადრები იხოცებიან. ტერიტორიაზე, უკვე ათი დღეა გაუსაძლისი სუნი დგას. ადგილობრივებთა მტკიცებით, ეს იმან გამოიწვია, რომ მანდარინის ერთ-ერთმა გადამამუშავებელმა საწარმომ, დაახლოებით 6 თვის წინ, კანონის გვერდით ავლით მანდარინის ნარჩენები, სოფელ-ქობულეთის ტერიტორიაზე ღიად გაუშვა. შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის. მუნიციპალიტეტში ათი დღის წინ მკვდარი თევზები ე.წ სმეკალოვკის არხშიც ტივტივებდნენ.
ათი დღის წინ, ქობულეთში, ე.წ. სმეკალოვკის არხის შემდეგ, დახოცილი თევზები დღეს მდინარე აჭყვაში გამოჩნდა. ეს კადრები მდინარის ზუსტად იმ მონაკვეთშია გადაღებული, სადაც ლესელიძის ქუჩას გაყავხართ. მოტივტივე, დახოცილი თევზების სუნი უკვე ათი დღეა დგას. ისევე როგორც წინა ჯერზე, ადგილობრივები ამ შემთხვევაშიც ფაქტს მდინარის ხელოვნურად დაბინძურებას უკავშირებენ. ამბობენ, რომ, აჭყვაში გადამუშავებული ციტრუსის ნარჩენია ჩაყრილი.
მკივდარი თევზები წყალში უკვე ათი დღეა იხრწნება. მდინარეს კი არავინ ასუფთავებს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სუნთან ერთად, ადგილობრივებს განსაკუთრებულ დისკომფორტს მომრავლებული მწერები, მღრღნელები და ბაყაყების ყიყინი უქმნის.
ქობულეთის მერი, გამორიცხავს მოსახლეობის ვარაუდს, რომ თევზები მდინარის დაბინძურების შედეგად დაიხოცნენ. მირიან ქათამაძე ირწმუნება, რომ მდინარე აჭყვა ორი დღის განმავლობაში ჩაკეტილი იყო, რადგან ზღვის შესართავთან ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდიარეობდა. თევზები, მერის განცხადებით, სწორედ მდინარის დაგუბების და კალაპოტში წყლის დონის კლების შედეგად დაიღუპნენ.
შემთხვევის ადგილზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები დღეს მივიდნენ. სპეციალისტებმა წყლის სინჯები და დახოცილი თევზებიდან საკვლევი მასალა აიღეს. მიზეზების დასადგენად, ისინი ეროვნულ სააგენტოში გადაიგზავნა. სპეციალისტებმა დაათვალიერეს ის ადგილებიც, სადაც ციტრუსის ნარჩენია დაყრილი. ამბობენ, რომ არცერთი დაბინძურებული ლოკაცია მდინარესთან ახლოს არ არის, ამიტომ ფიქრობენ, რომ თევზების დახოცვა გარემოს დაბინძურებას ნაკლებად შეიძლება უკავშირდებოდეს.
დარემოს დაცვის ინსპექციამ სინჯები ლაბორატორიაში ათი დღის წინაც გაგზავნა, თუმცა ოფიციალური დასკვა ჯერ კიდევ არ აქვთ. აჭარა-გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების უფროსი, ნატო დავითაძე, დღეს აღნიშნავდა, რომ შემთხვევები სავარაუდოდ ჟანგბადის ნაკლებობამ გამოიწვია, თუმცა არის თუ არა ეს კავშირში მდინრის ან არხის ციტრუსის ნარჩენის ჩაყრით მიღებული ჟანგბადის დეფიციტი, პასუხი არ აქვს. უცნობია როდის იქნება ლაბორატორიული დასკვნები მზად.