კვირა 22, სექტემბერი 2019

კულტურული მემკვიდრეობების რესტავრაცია-რეაბილიტაცია იგეგმება

08, ივნისი 2017 14:01:00

ბათუმსა და ქობულეთში ურბანული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია დაიწყო. ბათუმში რეაბილიტაცია თავდადებულის, მაზნიაშვილის, აბაშიძის, ზუბალაშვილის კომახიძის, ჟორდანიას და გორგასალის ქუჩებზე მდებარე სახლების რეაბილიტაცია მოხდება.  ქობულეთში კი ეგრეთწოდებული ,,ეფენდიევის ვილის“ რესტავრაცია მოხდება. რეაბილიტაციისთვის 229000 ლარი დაიხარჯება, საიდანაც  ნაწილს ბათუმის მერია, ხოლო ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო დაფარავს. მერიაში ირწმუნებიან, რომ 2020 წლისათვის ნგრევის პირას მისული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდება. პროგრამა აჭარის მთავრობისა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.


დღის ამბები