27, ივლისი 2020 20:20:00
„რვაფეხას“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გადაწყვეტილება, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით იქნა მიღებული. „რვაფეხა“, იგივე კაფე „ფანტაზია“ დაზიანებების გამო 2000 წლიდან არ ფუნქციონირებდა. იგეგმებოდა მისი დემონტაჟი, თუმცა ისტორიული ძეგლის გადასარჩენად გამართული მრავალი საპროტესტო აქციის შედეგად, ობიექტს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.